ყვარლის 4-დღიან ბანაკში

ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა - გვანცა კიკალიშვილმა და ანასტასია გიორხელიძემ მონაწილეობა მიიღეს კონკურსში თემაზე “საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა”.  მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები მითითებულ თემაზე და მოხვდნენ შერჩეულ მონაწილეთა შორის. პრიზის სახით მათ მიიღეს 4-დღიანი დასვენება ბანაკში, ყვარლის ტბაზე.

ბანაკში წარმოდგენილი იყო საინტერესო პროგრამა, ჩატარდა არაერთი შემეცნებითი აქტივობა, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი მოსწავლეები. მათ შორის იყო პროექტების მომზადება სხვადასხვა თემაზე, სიტყვით გამოსვლა და აუდიტორიისათვის საკუთარი იდეების წარდგენა და ა.შ

აი რას წერს ერთ-ერთი გამარჯვებული ბანაკში გატარებულ დღეებთან დაკავშირებით:

„ბანაკის თითოეული დღე სავსე იყო საინტერესო ლექციებითა და სესიებით, სახალისო აქტიობებით, პრეზენტაციებით, საჯარო გამოსვლებითა და ჯგუფური დავალებებით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ამ გამოცდილებას მე და ჩემი კლასელი ერთად ვიზიარებდით, რამაც ბანაკი კიდევ უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გახადა. ბანაკი დამეხმარა პიროვნულ ზრდაში, გავხდი უფრო თავდაჯერებული, აქტიური, კომუნიკაბელური და მოტივირებული. ბოლო დღეს მიღებული სერთიფიკატი ჩემთვის უბრალოდ ჯილდო არ ყოფილა. ის იყო იმ შრომის ნაყოფი, რომელიც მე ამ ოთხი დღის განმავლობაში გავიღე.

„სჯობს სცადო და დამარცხე, ვიდრე საერთოდ არ სცადო!“ - ამ დევიზმა მაცდევინა და ნაცვლად მარცხისა, გამარჯვება მაგემა.“
კერძო სკოლა „ივერონის“ XI კლასის მოსწავლე: გვანცა კიკალიშვილი

ბეჭდვა