სიგელების გადაცემა
2026 წლის 17 მაისს სკოლა „ივერონში“ ჩატარდა გამოფენა-კონკურსი
სახელწოდებით - „ჩემი ოჯახი“, რომელიც მიეძღვნა ოჯახის სიწმინდის
დღეს. ამასთან დაკავშირებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შექმნეს
არაერთი არაჩვეულებრივი ნამუშევარი. კონკურსის მოთხოვნების
შესაბამისად დასახელდა გამორჩეული ნახატი, რომელის ავტორსაც გადაეცა
შესაბამისი სიგელი. მასთან ერთად სიგელები გადაეცათ
გამოფენა-კონკურსში მონაწილე ყველა პატარა მხატვარს (მასწ.: მ.
დავითაშვილი).