პრეზენტაცია თემაზე: ,,გეოგრაფია და მათემატიკა დედამიწის ენაზე“
(მათემატიკის მასწ.: დინარა დვალიშვილი, გეოგრაფიის მასწ.: ელისო ბუცხრიკიძე)
მოსწავლეებმა პრეზენტაციაში წარმოადგინეს სახელმწიფო დროშებში ცენტრული და ღერძული სიმეტრია, რუკაზე იპოვეს შესაბამისი ქვეყნების დედაქალაქების განედი და გრძედი. გაავლეს პარალელი საკოორდინატო სიბრტყეში წერტილის კოორდინატის პოვნასა და რუკაზე წერტილის გეოგრაფიული კოორდინატების პოვნას შორის.
მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით საინტერესოდ წარმოაჩინეს რამდენი პროცენტით მეტი იყო საქართველოს ფართობი პატარა ქვეყნების (დანიის, შვეიცარიის, ნიდერლანდის) ფართობებზე.
სახაზავით გაზომეს გეოგრაფიულ რუკაზე თბილისის დაშორება საქართველოს მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებთან (ერევანი, ბაქო, ანკარა) და მასშტაბის საშუალებით იპოვეს რეალური მანძილი მათ შორის.
მოგვიყვეს საინტერესო ფაქტი, თუ რატომ გაჩნდა მაგელანის დედამიიწის გარშემო მოგზაურობისას ჩანაწერების ჟურნალში დამატებით ერთი დღე.
შეადარეს დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილი (მარიანას ღრმული) რამდენი მეტრით აღემატებოდა დედამიწის უმაღლეს მწვერვალს. (ევერესტი) რამდენჯერ აღემატება ნილოსის სიგრძე მტკვრის სიგრძეს. (რუკაზე ჩვენებით)
მოსწავლეებმა საინტერესოდ შეძლეს ამ ორი საგნის ინტეგრაცია. ინტეგრირებული გაკვეთილი აყალიბებს გუნდურობას, თანამშრომლობას და ურთიერთპატივისცემას.
