სახალისო აქტივობები ქიმიაში

XI კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილი დაუთმეს სახალისო აქტივობებს (მასწ.: თ. ბაკაშვილი). კერძოდ, მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდები და მოახდინეს მათზე დაკვირვება შემდეგ ქიმიურ რეაქციებზე: ვულკანის ეფექტი - ამონიუმის დიქრომატის დაშლის რეაქცია; ფარაონის გველები - დაშლის რეაქციის თვალსაჩინო მეთოდი; ძმრის გამოყენებით ჩაატარეს ცდები - აირის გამოყოფისა და რეაქციის ნიშნებზე დაკვირვება.  ექსპერიმენტებმა მოსწავლეებს დაანახა, რომ ქიმია არის არა მხოლოდ თეორია, არამედ საინტერესო და ვიზუალურად შთამბეჭდავი პროცესების ერთობლიობა.
ბეჭდვა