მოსწავლეებმა შეასრულეს შემოქმედებითი წერითი აქტივობა - „წერილი ფეფოს“ (დამრ.: ლ. კუკავა).
აქტივობის მიზანი იყო წერილის სტრუქტურის გაცნობა და წერის კულტურის განვითარება. ბავშვებმა მათ მიერ გაცნობილ პერსონაჟს — ფეფოს — მისწერეს წერილი, სადაც გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება, ემოციები და შთაბეჭდილებები. წერის პროცესში მოსწავლეებმა გაითვალისწინეს წერილის ძირითადი ელემენტები: მიმართვა, მისალმება, პატივისცემის გამოხატვა და დამშვიდობება. მათ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბეს მარტივი წინადადებები, სწორად გამოიყენეს მიმართვის ფორმა და წერილის ბოლოს თავაზიანი დამშვიდობება.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში წერითი კომუნიკაციის უნარის განვითარებას, აზრის ჩამოყალიბებასა და ტექსტის სტრუქტურის გააზრებას. ასევე გაძლიერდა მათი შემოქმედებითი აზროვნება და ინტერესიც პერსონაჟების მიმართ.
