დამშვიდობება IV კლასთან (IV ლ)
დღეს სკოლაში გაიმართა IV კლასის მოსწავლეთ გამოსაშვები ღონისძიება,
რომელიც სავსე იყო „სევდანარევი“ ღიმილით, მოგონებებით პირველი
კლასიდან დღემდე, მადლიერებით მასწავლებლების, აღმზრდელისა და
მშობლების მიმართ, ვინც ყოველ ნაბიჯზე მხარს უჭერდნენ სწავლის და
მეგობრობის გზაზე. ღონისძიება სავსე იყო ლექსებით, სიმღერებით,
ცეკვებით.