საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტი ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან
დაკავშორებით, 2026 წლის 7 მაისს
სკოლა „ივერონი“-ში
ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ჩემო პატრიარქო...“ ღონისძიების
ორგანიზატორი გახლდათ რელიგიის ისტორიის წრის ხელმძღვანელი
ქ-ნი ქეთო ჩიქოვანი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები,
მშობლები. ასევე სკოლა „ივერონის“ დამფუძნებელი ქ-ნი ციალა
ჯაფარიძე და მოწვეული სტუმარი - თბილისის ასიათას
მოწამეთა ტაძრის დეკანოზი - ირაკლი დუმბაძე.
V კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები პატრიარქის
ბიოგრაფიიდან, ხოლო VI კლასელებმა პატრიარქის სააღდგომო
ეპისტოლეებიდან წაიკითხეს ამონარიდები და განმარტეს თითოეული
მათგანი - თუ რას გვასწავლის ამ წერილებში ჩვენი ბრძენი
პატრიარქი...
ღონისძიებაზე
გამოყენებული იყო სხვადასხვა ინტერნეტრესურსი: პატრიარქის ცხოვრების
ამსახველი ვიდეოები, მისი შექმნილი საგალობლები და
სხვა.ღონისძიების
ბოლოს ქალბატონმა ც. ჯაფარიძემ გაიხსენა
ერთ-ერთი
შეხვედრა პატრიარქთან და აღნიშნა, რომ სკოლას სახელწოდება „ივერონი“
დაერქვა სწორედ ილია II-ის შეთავაზებით.
დეკანოზმა მამა ირაკლი დუმბაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და სკოლას ასეთი საინტერსო ღონისძიებისათვის და მოუწოდა მოსწავლეებს გულმოდგინედ ისწავლონ, დაემარჩილონ მშობლებს და უფროსებს, პირადი კავშირი ჰქონდეთ ღმერთთან და ილოცონ ღვთისმშობლის ტროპარი „მოწყალებისა კარი განგვიღე...“ მან თითოეულ მონაწილეს უსახსოვრა ათონის მთის ღვთისმშობლის ხატის ასლი „ზეთის განმამრავლებელი“ და „შვიდგზის ლოცვების“ პატარა კრებული.

ღონისძიების დასასრულს ქალბატონმა ციცომ ამ დღის სამახსოვროდ, მამა
ირაკლის გადასცა ილუსტრირებული წიგნი „ივერონი“.
ეს იყო „ივერონის“ კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო დღე, რომელიც
ეხმიანება სასკოლო პროექტს - „ჩვენი
საგანძური“.
გვჯერა, რომ ჩვენი დიდი პატრიარქის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი
მოღვაწეობა, დიდ ადგილს დაიკავებს ჩვენი ქვეყნის კულტურულ
მემკვიდრეობაში.