წიგნის მოყვარულთა კლუბის წევრებმა სასკოლო პროექტის ფარგლებში (თემა - „ჩვენი საგანძური“), იხილეს დოკუმენტური ფილმი „ადგილი, სადაც ილია მეორემ ბავშვობა გაატარა“. ეს ადგილია მცხეთის სამთავროს მონასტერი, რომელიც XI ს-ის პირველი ნახევრის საეპისკოპოს ტაძარს წარმოადგენს. ის აგებულია მეფე მირიანის მიერ აშენებული ტაძრის ადგილზე, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისათვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ფილმში მოთხრობილია საინტერესო ფაქტები ილია II -ს ბავშვობისა და ცხოვრების მომდევნო პერიოდის შესახებ. როგორც ცნობილია, სამთავროს მონასტრის ეზოში საეკლესიო პირების გვერდით დაკრძალულნი არიან საერო პირებიც. მათ შორის არიან: მწერალი და კინორეჟისორი - გოდერძი ჩოხელი, მსახიობი - ზინაიდა კვერენჩხილაძე, პოეტი - მორის ფოცხიშვილი და მწერალი - ლევან გოთუა.
საერო პირები ეკლესიის ეზოში იკრძალებიან კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II კურთხევით...
მოსწავლეებმა ასევე იხილეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გოდერძი ჩოხელის შესახებ. იმ სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა გოდერძი ჩოხელი, სკოლის შენობის ადგილას გაკეთდა მისი სახლ-მუზეუმი.
როგორც ცნობილია, გოდერძი ჩოხელი არის „მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, ადამიანი, რომლის ნაწარმოებები და ფილმები ერთ მთლიანობას ქმნის და სიკეთისა და მშვენიერების ნიმუშია. როგორც იხსენებდა, კინოთი მაშინვე მოიწამლა, როცა პირველად მესამეკლასელმა მშობლიურ სოფელში ეკრანიდან თავისი სახელი გაიგონა - "გოდერძი, შვილო!" (ფილმიდან "ჯარისკაცის მამა"). კინოს სიყვარულმა თეატრალურ ინსტიტუტში მიიყვანა და მაშინვე გავრცელდა ამბავი, რომ მთიდან პატარა "ვაჟა-ფშაველა" ჩამოსულა და გამოცდაზე ფილმის გარჩევას ლექსად წერსო... პირველი გრან-პრი საკურსო ნამუშევარმა "ადგილის დედამ" მოუტანა. მოგვიანებით იყო "ვერცხლის ნიმფა" ფილმისათვის "ცოდვის შვილები". იმავე წელს მიიღო იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, პრიზები საუკეთესო სცენარისა და რეჟისურისათვის. გრან-პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" - ფილმისთვის "სამოთხის გვრიტები". 1998 წელს "ლუკას სახარება" საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოეს. ყველა კინოსურათი თუ მოთხრობა მის მშობლიურ მხარეს, - გუდამაყარს ეძღვნება. ნაწარმოებებში ერთდროულად იგრძნობა სევდა და სიცოცხლის სიყვარული. "სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა," - წერდა ის... გოდერძი ჩოხელი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში მიაბარეს მიწას...“
