ქეთი გობრონიძის წარმატება

ქეთი გობრონიძე არის ერთ-ერთი იმ 150 გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის, რომლებმაც

მონაწილეობა მიიღეს STEM სკოლის სკოლა კომაროვისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტში.  პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებას. პირველად საქართველოში მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, STEM მიმართულებით და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.

ტესტირებაში საქართველოს მაშტაბით მონაწილეობა მიიღო 2000-მა მოსწავლემ. მათგან გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 150 გამარჯვებული, რომელიც ჩაირიცხა STEM სკოლაში.

ვულოცავთ ქეთის ამ დიდ წარმატებას!!!
ბეჭდვა