ყოველი წლის სექტემბერის თვეში აღინიშნება დასუფთავების მსოფლიო დღე. ღონისძიება გლობალურია და მასში ერთვება თითქმის მთელი მსოფლიო. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეები შერჩეულ ადგილებს ნარჩენებისაგან წმენდენ.
წლებია ჩვენი სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად ზრუნავენ ეკოცნობიერების ამაღლებაზე. ამ სასწავლო წელსაც, 29 სექტემბერს VIII და IX კლასების მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებლის - ე. ბუცხრიკიძისა და აკადემიური დირექტორის - მ. ბექურიძის ინიციატივით აღნიშნეს დასუფავების მსოფლიო დღე. ამ აქტივობასთან დაკავშირებით მოსწვლეებს ჩაუტარდათ მინი-ლექცია, რის შემდეგაც მათ დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.