მოგზაურთა კლუბი - საქართველო - მევენახეობისა და მეღვინეობის უძველესი კერა მსოფლიოში

მზის ქვეშ უსასრულობამდე გაწოლილი, ოქროსფერგადაკრული ზვრები, მწიფე ყურძნის სურნელი, ქვევრი და ქვევრიდან ახლადამოღებული გრილი ღვინის დამათრობელი არომატი ეს ყველაფერი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. აქ ვაზთან ურთიერთობისა და ღვინის დაყენების უდიდესი ისტორია.

ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია სტუმარ-მასპინძლობაა, რომელიც ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ვაზს ოდითგანვე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისთვის. ის სიცოცხლის, ნოყოფიერების სიმბოლოა. ვაზის დეკორატიულმა ელემენტმა ფართოდ ჰპოვა ასახვა საქართველოს ტაძართა ფასადებზე. არქეოლოგიურმა  აღმოჩენებმა დაადასტურეს, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართველოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნაშთებიც.

 აღსანიშნავია ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი, რომელსაც 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნულ  თემასთან  დაკავშირებით, მოგზაურთა კლუბის  წევრმა IX კლასის  მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმები: “ -საქართველო ღვინის  სამშობლო” ქართული დოკუმენტალისტიკა - "ვაზში დაკარგულები”.

ფილმის ნახვის  შემდეგ  ვაზის  ჯიშების, მეღვინეობის, ენოტურიზმის, რთველის, ქვევრის  შექმნის და თემასთან დაკავშირებულ  სხვადასხვა   საკითხებზე   მოსწავლეეებთან ერთად    ისაუბრეს და    იმსჯელეს    პედაგოგებმაც (მ.ბექურიძე, მ. დარჩაშვილი, ე. ბუცხრიკიძე).
ბეჭდვა