2025 წლის 20 და 21 მარტს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ - 2025 წლის საგაზაფხულო სეზონი. ამ თამაშს მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესით ელიან. ასე იყო ამჯერადაც.
თამაშის პირველ დღეს მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს გადაეცათ დიპლომები, რომლებიც მათ მოიპოვეს შემოდგომის სეზონზე ასპარეზობისათვის. ეს მათთვის ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა და თამაშს კიდევ უფრო მეტი შემართებით შეუდგნენ.
პირველ ასაკობრივ კატეგორიაში:
I ადგილზე გავიდა გუნდი - „ჯვაროსნები“ (V კლ)
II ადგილზე გავიდა გუნდი - „ბორჯღალოსნები“ (V კლ)
III ადგილზე გავიდა გუნდი - „ცეცხლოვანი სტიჩები“ (IV კლ)
მეორე ასაკობრივ კატეგორიაში:
I ადგილზე გავიდა გუნდი - „ნოსფერატუსი“ (VII კლ)
II ადგილზე გავიდა გუნდი - „ბუები“ (VII კლ)
III ადგილზე გავიდა გუნდი - „ცეცხლოვანი ტვინები“ (VII კლ)
მესამე ასაკობრივ კატეგორიაში:
I ადგილზე გავიდა გუნდი - „ნიკე“ (XI კლ)
II ადგილზე გავიდა გუნდი - „დიდგორი“ (XI კლ)
III ადგილზე გავიდა გუნდი - „ტეტრარქია“ (X კლ)
გამარჯვებული გინდები თამაშს გააგრძელებენ საქალაქო ტურში. ვუსურვებთ მათ წარმატებებს!