21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! (IV კლ)

მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის ფსიქოლოგმა მარიამ ჟორჟოლიანმა II და IV კლასების მოსწავლეებთან განახორციელა აქტივობა სახელწოდებით „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“

როგორც სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი, შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში, ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის.

2006 წლის 21 მარტს, პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართელოც.
ბეჭდვა