დეკემბრის მწვანე დღეები (IV კლ)
ბუნებისმეტყველების საგნის ფარგლებში, IV კლასის მოსწავლეებმა
მონაწილეობა მიიღეს „დეკემბრის მწვანე დღეების“ აქტივობებში, რომლის
მიზანი გახლავთ: ბავშვებში ბუნებისადმი პასუხისმგებლობისა და
ეკოლოგიური აზროვნების გაძლიერება (მასწავლებელი: ლ. კუკავა). ეს
დღეები ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ, რატომ არის
მნიშვნელოვანი გარემოს დაცვა და როგორ შეუძლიათ მათ პატარა ნაბიჯებით
ბუნებაზე დიდი გავლენის მოხდენა.
ძირითადი მიზნები: 1.ბავშვები სწავლობენ, რომ მცენარეებსა და გარემო
სჭირდებათ ზრუნვა და უყალიბდებათ, მზრუნველობითი დამოკიდებულება. 2.
პასუხისმგებლობის განვითარება – როცა პატარა მცენარეს რგავენ, უვლიან
და აკვირდებიან, საკუთარ საქმეზე პასუხისმგებლობას სწავლობენ. 3.
ეკოლოგიური განათლება – ბავშვები უკეთ ეცნობიან გარემოს დაცვის
მეთოდებს. 4. პრაქტიკული უნარების განვითარება – ჩარგვა, მცენარის
მოვლა, დაკვირვება, ექსპერიმენტები 5. ჯანსაღი ცხოვრების წესის
ჩამოყალიბება – ბუნებასთან ურთიერთობა ამშვიდებს, ამცირებს სტრესს და
ბავშვებში პოზიტიურ განწყობას აყალიბებს. 6. გუნდური მუშაობისა და
თანამშრომლობის გაძლიერება – ერთად ჩარგვა ან მცენარეების მოვლა
ჯგუფური აქტივობის კარგი მაგალითია.