სახალისო აქტივობები ქიმიაში
XI კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილი დაუთმეს სახალისო აქტივობებს
(მასწ.: თ. ბაკაშვილი). კერძოდ, მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდები და
მოახდინეს მათზე დაკვირვება შემდეგ ქიმიურ რეაქციებზე: ვულკანის
ეფექტი - ამონიუმის დიქრომატის დაშლის რეაქცია; ფარაონის გველები -
დაშლის რეაქციის თვალსაჩინო მეთოდი; ძმრის გამოყენებით ჩაატარეს ცდები
- აირის გამოყოფისა და რეაქციის ნიშნებზე დაკვირვება.
ექსპერიმენტებმა მოსწავლეებს დაანახა, რომ ქიმია არის არა მხოლოდ
თეორია, არამედ საინტერესო და ვიზუალურად შთამბეჭდავი პროცესების
ერთობლიობა.