წიგნის კითხვის პოპულარიზააცის მიზნით, სკოლაში l-lVკლასებში ჩატარდა წიგნის საჯარო კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისხიება. მოსწავლეები შეხვდნენ სკოლის ბიბლიოთეკარს ქ-ნ დიანა თოდრიას, რომელმაც ისაუბრა წიგნიერების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე. საინტერესოდ მიმოიხილა და ვიდეოჩვენება მოაწყო მსოფლიოში ცნობილი უდიდესი ბიბლიოთეკების შესახებ, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი წიგნებიდან.
შეხვედრაზე დაიგეგმა მოსწავლეთა წაყვანა მედიაბიბლიოთეკაში. სადაც დიდი სიხარულით გვიმასპინძლებს ქ-ნი დიანა. აქტივობა განხორციელდება უახლოეს მომავალში.