ხელოვნების მოყვარულთა კლუბი (VI-VII კლ)
ხელოვნების მოყვარულთა კლუბში, VI-VII
კლასების მოსწავლეებმა იხილეს გიორგი შენგელაის
ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ (1973 წ). ესაა ყველასათვის საყვარელი
მიუზიკლი ცნობილი მსახიობების მონაწილეობითა და დაუვიწყარი
მელოდიებით. ასევე ფილმის ნახვა მოსწავლეებისათვის
მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ აღნიშნული ჟანრი ამ კლასებისათვის
საპროგრამო მასალაა.