1. ხელოვნების მოყვარულთა კლუბში 3 და 4 თებერვალს შეიკრიბნენ V-VII კლ მოსწავლეები. მათ ამჯერად იხილეს დოკუმენტური ფილმი „პატარა მაწანწალას დაბადება“ ყველასათვის საყვარელი ბრიტანელი კომიკოსი კინომსახიობის - ჩარლი ჩაპლინის შესახებ, რომელიც ასევე იყო რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, მუსიკოსი და კომპოზიტორი. ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩაპლინის ცხოვრებიდან მათთვის დასამახსოვრებელ და შთამბეჭდავ ეპიზოდებზე. მათი საბოლოო მოსაზრება იყოს ის, რომ ადამიანის წარმატებული მომავალი მის ხელშია. ის ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მიზანსწრაფული, მშომისმოყვარე და თავდაჯერებული იქნება ის. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ჩაპლინის ფილმებიდან. მათზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებელთან ერთად (მ. ბექურიძე), ისაუბრეს ჩაპლინის, როგორც კომპოზიტორის მუსიკალური ენის მახასიათებლებზე და მუსიკის როლზე მუნჯ კინოში.
დოკუმენტერი ფილმის გარდა, მოსწავლეებმა იხილეს ასევე ანიმაციური ფილმი, რომლის ერთ-ერთი პერსონაჟი არის ჩარლი ჩაპლინი, მისთვის დამახასიათებელი გარეგნობით, ქცევითა და თავგადასავლებით.