2024 წლის 20 მარტს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შეხვედრა მოაწყო კერძო სკოლების დირექტორებთან, რათა მათთვის გაეცნო სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული გამომცემლობის მიზნები და სიახლეები. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. დამსწრეთ დაახვდათ სიმბოლური საჩუქრები, სიახლეების შესახებ ბრიშურები და ახალგამოცემულ სახელმძღვანელოთა კატალოგები.
გამომცემლობა მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა - რამდენიმე დღეში სკოლას საჩუქრად გადმოსცეს დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში დამხმარე რესურსის სახით გამოიყენებენ ჩვენი მასწავლებლები.