სასწავლო ფოტოები

თემა:  „საქართველოს მინერალური რესურსები“ (მასწავლებლები:  თ. ბაკაშვილი (ქიმია) და ე. ბუცხრიკიძე (გეოგრაფია)

ინტეგრირებული    გაკვეთილის  ფარგლებში   მოსწავლეებმა  გააცნობიერეს წიაღისეულის ეროვნული  და საექსპორტო   მნიშვნელობა  ქვეყნის ეკონომიკისთვის, იმსჯელეს მის ცალკეულ მახასიათებლებზე   გეოგრაფიული გარსის მთლიანობის გათვალისწინებით, აღწერეს  ცალკეული  წიაღისეულის  ქიმიური შემადგენლობა და აგებულება.

ასევე  გააანალიზეს   კავშირი  ცალკეული  წიაღისეულის  ქიმიურ თვისებებსა და მათი გამოყენების მიზნებს შორის.

მოსწავლეებმა შეაფასეს წიაღისეულის  დამუშავების დროს   გარემოზე ზემოქმედების შედეგები  ქიმიური თვალსაზრისით  (დაბინძურება, ნარჩენების მართვა, ეკოლოგიური საფრთხეები).

გაკვეთილის მსვლელობის დროს  მიზნობრივად იყო  გამოყენებული   სხვადასხვა  საინტერესო  აქტივობა  და წინასწარ  მომზადებული  თვალსაჩინოებები. 

თემა: "პროფესია კი არ ირჩევს ადამიანს, ადამიანი ირჩევს პროფესიას" (მასწავლებლები: მ. კორსაველი (რუსული ენა) და ა. ჯოხაძე (მოქალაქეობა))

საახალწლო კულინარიულ რუბრიკაში" ფანტაზია და მარჯვე ხელები", ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ლ. კუკავა), თავიანთი ფანტაზიით წინასაახალწლო განწყობა შეგვიქმნეს და მეგობრებთან ერთად მოგვიმზადეს სხვადასხვა ხილით სერვირებული ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა, სასაჩუქრე ყუთი…

„მუსიკათერაპია და პიროვნების სოციალიზაცია“ - ასე ეწოდება თემას, რომელიც  X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საგანში „პროექტული სწავლება მუსიკაში“ (ხელმძღვანელი: ნანა ჭავჭანიძე).

მოსწავლეებმა ისაუბრეს მუსიკათერაპიის არსსა და ტიპებზე, ისტორიულ გზასა და უპირატესობებზე, დასავლეთში აპრობირებულ მეთოდებზე, საგანმანათლებლო სივრცეში მის მნიშვნელობაზე, მუსიკათერაპიის პოზიტიურ შედეგებზე და ა.შ.

მოსწავლეებმა პრეზენტაციის დროს გამოავლინეს მასალის სათანადო ცოდნა, საუბრობდნენ თავდაჯერებულად და წარმოადგინეს ორიგინალური და საინტერესო ინტერპრეტაციები.

პრეზენტაციის დასასრულს ქ-ნმა ნანამ ფ-ნოზე შეასრულა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერა „ფიფქებო“, რომელსაც სიამოვნებით სიმღერით აჰყვნენ მთელი კლასი და დამსწრე მასწავლებლები. ეს იყო უშუალო დასტური იმისა, თუ რა დიდი ზემოქმედება შეუძლია მუსიკას ადამიანის განწყობასა და ემოციაზე.

ბუნებისმეტყველების საგნის ფარგლებში, IV კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „დეკემბრის მწვანე დღეების“ აქტივობებში, რომლის მიზანი გახლავთ: ბავშვებში ბუნებისადმი პასუხისმგებლობისა და ეკოლოგიური აზროვნების გაძლიერება (მასწავლებელი: ლ. კუკავა). ეს დღეები ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ, რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოს დაცვა და როგორ შეუძლიათ მათ პატარა ნაბიჯებით ბუნებაზე დიდი გავლენის მოხდენა. ძირითადი მიზნები: 1.ბავშვები სწავლობენ, რომ მცენარეებსა და გარემო სჭირდებათ ზრუნვა და უყალიბდებათ, მზრუნველობითი დამოკიდებულება. 2. პასუხისმგებლობის განვითარება – როცა პატარა მცენარეს რგავენ, უვლიან და აკვირდებიან, საკუთარ საქმეზე პასუხისმგებლობას სწავლობენ. 3. ეკოლოგიური განათლება – ბავშვები უკეთ ეცნობიან გარემოს დაცვის მეთოდებს. 4. პრაქტიკული უნარების განვითარება – ჩარგვა, მცენარის მოვლა, დაკვირვება, ექსპერიმენტები 5. ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება – ბუნებასთან ურთიერთობა ამშვიდებს, ამცირებს სტრესს და ბავშვებში პოზიტიურ განწყობას აყალიბებს. 6. გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის გაძლიერება – ერთად ჩარგვა ან მცენარეების მოვლა ჯგუფური აქტივობის კარგი მაგალითია.

მუშაობა შემოქმედებით პროდუქტზე...

V კლასმა მათემატიკაში წარმოადგინა სახალისო აქტივობა სახელწოდებით „ტვინების რბოლა“ (მასწ.: ნინო მემარნიშვილი). მოსწავლეებმა თავი მოუყარეს განვლილ მასალას და ერთმანეთს შეეჯიბრნენ სისხარტეში.  წარმატებული მონაწილეობისათვის მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი სიგელები.

გასულ სასწავლო წელს გაზაფხულის სეზონზე „ტვინების ბრძოლის“  საქალაქო ტურში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

პრეზენტაციები თემებზე:  1) ,,ფრაქტალები“ და  2)  ,,გამოჩენილი მათემატიკოსები“

                                                                      

მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე წარმოგვიდგინეს ფრაქტალები როგორც თვითმსგავსი ფიგურები, რომლებიც მის თავს იმეორებენ მცირე მასშტაბით. აღწერეს ბუნებრივი ფრაქტალები, როგორიცაა: ღრუბლები, მდინარეები შენაკადებით, სანაპირო ზოლი, ელვა, ნაძვის ხის ტოტები, ფიფქები, კრისტალები, რომანესკუს ბროკოლი, გირჩი, ანანასი, ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემა,  ნერვული დაბოლოებები  და ა. შ. 

პირველად ფრაქტალის შესახებ მცნება შემოიღო ფრანგმა მათემატიკოსმა ბენუა მანდელბროტმა. მან  ის აღწერა წიგნში "ბუნების ფრაქტალური გეომეტრია"  1977 წელს.  მანდელბროტმა  კომპიუტერის საშუალებით შექმნა გეომეტრიული ფრაქტალი ,,რომელსაც ღმერთის თითის ანაბეჭდი“ უწოდა.  წლების მანძილზე მეცნიერებმა შექმნეს გეომეტრიული ფრაქტალები, როგორიცაა ,,სერპინსკის სამკუთხედი“,  ,,სერპინსკის  ხალიჩა“,  ,,ჟულიას სიმრავლე“, ,,მინკოვსკის მრუდი“, ,,პითაგორას ხე“, ,,კოხის ფიფქი“ და ა. შ. თითოეული ფიგურა მის თავს უსასრულოდ იმეორებს მცირე მასშტაბით.

მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს გამოჩენილი მათემატიკოსები. ჩამოაყალიბეს  მათი  უკვდავი თეორემები და ზედმიწევნით გადმოსცეს მათი მათემატიკური ახსნა.

პრეზენტაციებით ვცდილობთ გასაგები  და საინტერესო გავხადოთ  მათემატიკის საგანი.  წარმოვაჩინოთ მისი კავშირი გარე სამყაროსთან და  დედა ბუნებასთან.   ვრწმუნდებით, რომ   სადაც მათემატიკაა, იქ მხოლოდ წესრიგი და ჰარმონიაა.

პრეზენტაცია თემაზე: ,,გეოგრაფია და მათემატიკა დედამიწის ენაზე“

(მათემატიკის მასწ.: დინარა დვალიშვილი, გეოგრაფიის მასწ.:   ელისო ბუცხრიკიძე)

მოსწავლეებმა პრეზენტაციაში წარმოადგინეს სახელმწიფო დროშებში ცენტრული და ღერძული სიმეტრია, რუკაზე იპოვეს შესაბამისი ქვეყნების დედაქალაქების  განედი და გრძედი.    გაავლეს პარალელი საკოორდინატო სიბრტყეში წერტილის კოორდინატის პოვნასა და რუკაზე წერტილის  გეოგრაფიული კოორდინატების პოვნას შორის.

მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით საინტერესოდ წარმოაჩინეს რამდენი პროცენტით მეტი იყო საქართველოს ფართობი პატარა ქვეყნების  (დანიის, შვეიცარიის, ნიდერლანდის)  ფართობებზე.  

სახაზავით გაზომეს  გეოგრაფიულ რუკაზე თბილისის   დაშორება საქართველოს მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებთან  (ერევანი, ბაქო, ანკარა) და მასშტაბის საშუალებით იპოვეს რეალური მანძილი მათ შორის.

მოგვიყვეს საინტერესო ფაქტი, თუ რატომ გაჩნდა  მაგელანის დედამიიწის გარშემო მოგზაურობისას  ჩანაწერების ჟურნალში  დამატებით ერთი დღე.

შეადარეს  დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილი (მარიანას ღრმული) რამდენი მეტრით აღემატებოდა დედამიწის უმაღლეს მწვერვალს.  (ევერესტი) რამდენჯერ  აღემატება  ნილოსის სიგრძე მტკვრის სიგრძეს. (რუკაზე ჩვენებით)

მოსწავლეებმა  საინტერესოდ შეძლეს  ამ ორი საგნის ინტეგრაცია. ინტეგრირებული გაკვეთილი აყალიბებს   გუნდურობას,  თანამშრომლობას და  ურთიერთპატივისცემას.
VII კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ვარდები, რომელიც სკოლამ საჩუქრად მიიღო.

1- „შეგრძნებების აკვარიუმი“  -  მოცემული იყო 7 თევზი, რომელთაგანაც თითოეულს თავისი შეგრძნება/გრძნობა შეესაბამებოდა. ბავშვებს უნდა წარმოედგინათ, რომ აკვარიუმი თავად იყვნენ და ფურცელზე დახატულ აკვარიუმში უნდა ჩაეხატათ ის თევზი, ან თევზები (რაოდენობაში შეზღუდულები არ იყვნენ), რომელი შეგრძნებებიც მიაჩნიათ, რომ მათში ცხოვრობენ.

2- „ემოციების ქილა“ - იმ მომენტში, იმ წუთში რა ემოციასაც გრძნობდნენ მოსწავლეები, იმ ფერად, ან ფერებად (აქაც არ იყვნენ შეზღუდულნი), უნდა გაეფერადებინათ ქილა. "შეგრძნებების აკვარიუმი" - მოსწავლეებმა გადმოსცეს ის, რაც მათში ზოგადად ცხოვრობს, ხოლო "ემოციების ქილა"  - გადმოსცეს იმწუთიერი, იმ მომენტში რას განიცდიდნენ ისინი.

Facebook