სადამრიგებლო საათის
ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ
გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის
ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში
სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც
შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ
თაობაზე.
აქედან
გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების
გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და
ა.შ.
თემა: „მიგრაციები ძველად და ახლა“ (მასწავლებლები: ე. ბუცხრიკიძე (გეოგრაფია) და ი. გარსენიშვილი (ისტორია))
გაეროს გადაწყვეტილებით 1990 წლიდან 18 დეკემბერი სახელდება შრომით მიგრანტთა საერთაშორისო დღედ. სწორედ მიგრაციის თემას დაუკავშირდა დეკემბრის თვეში ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლების მიერ X კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი სახელწოდებით „მიგრაციები ძველად და ახლა“
სხვადასხვა ტიპის წყაროებზე დაყრდნობით, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მოახდინეს პრეისტორიულ, ძველ აღმოსავლურ და ანტიკურ პერიოდთან დაკავშირებული სოციალური და პოლიტიკური მოვლენებისა და პროცესების გაანალიზება, ფაქტებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა. წარმოაჩინეს საზოგადოების განვითარების ეტაპების გავლენა მიგრაციულ პროცესებზე. ასევე გააანალიზეს საერთაშორისო მიგრაციის გლობალური როლის გავლენა როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე მსოფლიოს მეურნეობაზე, დემოგრაფიასა და გარემოზე.
მოსწავლეებმა საინტერესოდ განიხილეს საერთაშორისო მიგრაციების ყველაზე გავრცელებული ფორმები და სახეები. გაკვეთილის მსვლელობის დროს დაფასთან ერთად მიზნობრივად გამოყნებული იყო სხვადასხვა ელექტრონული რესურსი, სქემა, ფოტო , ისტორიული თუ გეოგრაფიული რუკა.
ყველა დროის და ეპოქის მნიშვნელოვანი მოვლენის, მიგრაციის განხილვამ, კიდევ ერთხელ აჩვენა საგნობრივ კათედრაზე შემავალ ამ ორ საგნის შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი.









