X კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის გაკვეთილი მიუძღვნეს საქართველოს კათოლიკოს-პარიარქის ილია II-ის გახსენებას (მასწ.: ნ. გოგუა). კლასმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია თემაზე „ჩვენი პატრიარქი“. მათ ისაუბრეს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო ფაქტებისა და შემოქმედების (საგალობლებისა და ხატწერის) შესახებ. აგრეთვე ისაუბრეს მის ღვაწლზე, რომელიც მან საქართველოსათვის გასწია.
პრეზენტაცია დაასრულეს ლექსით, რომელიც პატრიარქმა ანდერძად დაგვიტოვა - „ყველაფერი კარგად იქნება" .ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა - გვანცა კიკალიშვილმა და ანასტასია გიორხელიძემ მონაწილეობა მიიღეს კონკურსში თემაზე “საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა”. მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები მითითებულ თემაზე და მოხვდნენ შერჩეულ მონაწილეთა შორის. პრიზის სახით მათ მიიღეს 4-დღიანი დასვენება ბანაკში, ყვარლის ტბაზე.
ბანაკში წარმოდგენილი იყო საინტერესო პროგრამა, ჩატარდა არაერთი შემეცნებითი აქტივობა, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი მოსწავლეები. მათ შორის იყო პროექტების მომზადება სხვადასხვა თემაზე, სიტყვით გამოსვლა და აუდიტორიისათვის საკუთარი იდეების წარდგენა და ა.შ
აი რას წერს ერთ-ერთი გამარჯვებული ბანაკში გატარებულ დღეებთან დაკავშირებით:
„ბანაკის თითოეული დღე სავსე იყო საინტერესო ლექციებითა და სესიებით, სახალისო აქტიობებით, პრეზენტაციებით, საჯარო გამოსვლებითა და ჯგუფური დავალებებით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ამ გამოცდილებას მე და ჩემი კლასელი ერთად ვიზიარებდით, რამაც ბანაკი კიდევ უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გახადა. ბანაკი დამეხმარა პიროვნულ ზრდაში, გავხდი უფრო თავდაჯერებული, აქტიური, კომუნიკაბელური და მოტივირებული. ბოლო დღეს მიღებული სერთიფიკატი ჩემთვის უბრალოდ ჯილდო არ ყოფილა. ის იყო იმ შრომის ნაყოფი, რომელიც მე ამ ოთხი დღის განმავლობაში გავიღე.
„სჯობს სცადო და დამარცხე, ვიდრე საერთოდ არ სცადო!“ - ამ
დევიზმა მაცდევინა და ნაცვლად მარცხისა, გამარჯვება
მაგემა.“
კერძო სკოლა „ივერონის“ XI კლასის მოსწავლე: გვანცა კიკალიშვილი
IV კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გააფერადეს ლამაზი ხის სააღდგომო დეკორები – ბაჭიები, კვერცხები და სხვა თემატური ფიგურები (მასწ
: ლ. კუკავა). პატარა მონაწილეებმა გააღვიძეს ფანტაზია, შექმნეს ფერადი ნამუშევრები. მათი ხელნაკეთი დეკორაციები ნამდვილად გაალამაზებს მათ სააღდგომო სუფრას.
შემოქმედება, ფერები და სააღდგომო განწყობა...
თოჯინების თეატრმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს წარუდგინა მუსიკალური სპექტაკლი „ნატვრის ხე“. დასასრულს ტრადიიციისამებრ, პირველკლასელებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები სპექტაკლის გმირებთან -თოჯინაბთან და მსახიობებთან.
ხელოვნების მოყვარულთა კლუბში შეიკრიბნენ V კლასის მოსწავლეები. მათ ნიკო ფიროსმანის შესახებ იხილეს ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან „უცნობი ისტორიები“ ( https://www.youtube.com/watch?v=fGZhGRtGNMk ) და მოკლედ ისაუბრეს მათთვის ცნობილი ნამუშევრების შესახებ










