ექსკურსიები

2025 წლის 4 დეკემბერს კერძო სკოლა " ივერონის" IX და X კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ ს. ჯანაშიას სახ. ეროვნულ მუზეუმს. შემეცნებითი ხასიათის ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს რეალურ გარემოში განემტკიცებინათ წიგნიდან მიღებული ცოდნა. ექსკურსიამ ხელი შეუწყო ესგ-ით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

(ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი ქ-ნი ი. გარსენიშვილი)
2025 წლის 20 ნოემბერს XI კლასის მოსწავლეებს შემეცნებითი ხასიათის გასვლითი აქტივობა - ექსკურსია ძველი თბილისის უბნებში. ექსკურსიის მიზანს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის წარსულისა და აწმყოს ერთიან კონტექსტში გააზრება, ისტორიული პროცესების დანახვა-შეფასება ეპოქისაგან დისტანციურად. აქტივობა განხირციელდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თ ჩხეიძისა და ისტორიის მასწავლებლის ი. გარსენიშვილის ხელმძღვანელობით. 

სადამრიგებლო საათის ფარგლებში, VI-VII კლასების დამრიგებელთა ინიციატივით მოსწავლეებმა მოინახულეს „ბარამბოს“ საწარმო, სადაც მზადდება მათთვის საყვარელი - შოკოლადის, კარამელისა და ვაფლის პროდუქცია. ასევე მოინახულეს ნაყინის ჩამოსასხმელი დარბაზი, რომელიც სეზონიდან გამომდინარე, არ ფუნქციონირებდა. ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ფაბრიკა, მოიხიბლენ მისი სიდიდითა და მომზადების პროცესით.  საწარმომ ყველა ვიზიტორი დაასაჩუქრა ტკბლეულით, სიგელებითა და სტიკერებით.

სასკოლო პროექტის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა (სახელწოდება: „ჩვენი საგანძური“) ფარგლებში, სკოლა „ივერონის“ IX-X-XI კლასების მოსწავლეებმა მოინახულეს ბეთანიის ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნით თარიღდება.  

III კლასის მოსწავლეები ექსკურსიით ეწვივნენ ხაშმს, სადაც პირველ რიგში მოინახულეს ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი (დამრიგებელი: მარიამ კუბლაშვილი). ბევრი საინტერესო რამ გაიგეს ქართველი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გიდის დახმარებით,გაიხსენეს სკოლაში ნასწავლი მოთხრობები.

შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში. მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახეს ყურძნის კრეფისა და წურვის პროცესი. ასევე ამოავლეს ჩურჩხელები. ეს იყო საინტერესო, შემეცნებითი და ამავე დროს შემოქმედებითი აქტივობა, რადგან ჩვენმა პატარებმა ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთეს.

IX კლასის  ექსკურსია  -   მწვანე მონასტერი, ვარძია
(VII კლ - ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი - თ. ჩხეიძე)  
VIII-IX-X კლასების მოსწავლეები  სადამრიგებლო საათის ფარგლებში ამჯერად იმყოფებოდნენ „კოკა-კოლას“ საწარმოში და გაეცვნენ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშიებულ საკითხებს. 
II კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს შიომღვიმის მონასტერი, მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტერი, საგურამოში - გურამიშვილის მარანი, სადაც მოსწავლეებმა მოისმინეს მარნის ისტორია, ჩაუტარდათ მასტერკლასები - ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელის ამოვლება, ხაჭაპურის გამოცხობა, მწვადის შეწვა, ბოლოს დააგემოვნეს თავიანთი ნახელავი. სპორტის მასწაბლებლის აქტიური ჩართულობით დრო მხიარულად გაატარეს (დამრ.: მ. კუბლაშვილი).

Facebook