ხელოვნების მოყვარულთა კლუბში IX და XI კლასების მოსწავლეები გაეცვნენ მსახიობ ზინა კვერენჩხილაძის შემოქმედებას. მათ იხილეს დოკუმენტური ფილმი და იხილეს მისი შესრულებული როლები (ფრაგმენტები სპექტაკლებიდან).
როგორც ცნობილია, „ქართული თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, ზინა კვერენჩხილაძე განსაკუთრებული ხმის ტემბრით, მეტყველებითა და ტრაგიკული არტისტიზმით გამოირჩეოდა. რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, მხატვრული სიტყვის ოსტატი, თეტრალური უნივერისტეტის პედაგოგი, დოცენტი. ავტორია წიგნის "ჩემი ანტიგონე", გადაღებულია არაერთ ფილმშიც, "დათა თუთაშხიაში" მონაზვნის როლი შეასრულა, ბოლო წლებში კი მისი ცხოვრება სწორედ ამ გზით წავიდა... განსაკუთრებულად ჰყვარებია სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი, სადაც იქაურ დედებთან ახლო ურთიერთობა 2005 წლიდან ჩამოუყალიბდა. ოცნებობდა, სამთავროს მონასტრის ახლოს, ერთი ოთახი ჰქონოდა, ეს რომ დედებმა გაიგეს, საცხოვრებლად მონასტერში მიიწვიეს. თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მონასტრის შინაგანაწესით ნაკლებად იზღუდებოდა, თუმცა ბუნებრივად მოახერხა შერწყმოდა მისთვის უჩვეულო გარემოს და მოთხოვნებს, რომელიც მონასტერში არსებობს. სამთავროში ცხოვრებას თან ახლდა მისი უხილავი შინაგანი მზადებაც, რომ გადაწყვეტილება მიეღო - საბოლოოდ მონასტერში დარჩენილიყო და მონაზვნად აღკვეცილიყო... მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა, 79 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, რითაც მისი სურვილი შეუსრულებელი არ დარჩენილა...“სამოქალაქო განათლების კლუბის შეხვედრა დაეთმო ბულინგის თემას, რომელიც სამწუხაროდ, სკოლებში არც თუ ისე იშვიათად გვხვდება. ხშირ შემთხვევაში ადრეულ ასაკში ეს ბავშვებისაგან გაუცნობიერებლად ხდება. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი პრობლემურ სახეს ღებულობს. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ამ კუთხით.
ბულინგთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური (https://www.youtube.com/watch?v=v7nm9rxCWlA - "ბულინგი სკოლაში") და მოკლემეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმები (https://www.youtube.com/watch?v=3-kpZexGCTY – „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“). განიხილეს ფილმებში შექმნილი სიტუაციები, ისაუბრეს აღნიშნული პრობლემის შესახებ და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები მის მოგვარებასთან დაკავშირებით. გაიხსენეს ბულინგის სხვადასხვა მაგალითები და მათგან მიღებული პრობლემები.
17 მარტიდან ხელოვნების კლუბში მოსწავლეთა ყურადღება მიპყრობილია კინომცოდნე გიორგი რაზმაძის ინტერაქციული შეხვედრების მიმართ.
ბატონი გიორგი არის – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ჟურნალ „კინ-O-ს“ ყოფილი მთავარი რედაქტორია. წინა წლებში იყო კინოჟურნალ „ფილმპრინტის“ მოწვეული მთავარი რედაქტორი. გიორგი რაზმაძე აქტიური კინომცოდნეა, წერს რამდენიმე გამოცემისთვის. ძირითადი საქმიანობა კი კინოს თეორიისა და ისტორიის კვლევაა ავანგარდის, ექსპერიმენტული კინოსა და ახალი მედიების მიმართულებით. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში.
სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე ფესტივალის ჟიურის წევრი, პრემია „წინანდლის“ შესარჩევი კომისიის წევრი, კინოცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის კინოგანათლების ექსპერტი, აგრეთვე კინოცენტრის ქართულ კინოზე გამოცემული წიგნების მუდმივი ავტორი და სხვ. გიორგი რაზმაძე ამჟამად იკავებს მკვლევრის თანამდებობას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, აგრეთვე ამავე უნივერისტეტის მოწვეული ლექტორია.
საკლუბო შეხვედრები გულისხმობს ღონისძიებათა სერიას, რომლებზეც ნაჩვენები იქნება კინოს კლასიკური და თანამედროვე გამორჩეული ფილმები. კლუბის წევრები მოისმენენ მოკლე ლექციებს ამა თუ იმ რეჟისორზე, ეტაპზე, მიმდინარეობაზე და ა.შ., ასევე ისტორიულ და სახელოვნებო კონტექსტზე. ჩვენების შემდეგ კი მოეწყობა დისკუსია.
შერჩეული ფილმების მთავარი კრიტერიუმია მხატვრული და ისტორიული ღირებულება. მოსწავლეები გაეცნობიან როგორც კინოს ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებს, ასევე ეზიარებიან აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მხატვრული მხარის ნიუანსებს. მოსწავლეები უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ კინოში მონტაჟის, ხმის, გადაღების სპეციფიკისა და სხვა დეტალების შესახებ.
შეხვედრას მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ და დისკუსიაშიც აქტიურობით გამოირჩეოდნენ.ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ-ნმა ირმა ალფაიძემ, VIII-IX კლასების მოსწავლეებს წიგნისმოყვარულთა კლუბის ფარგლებში აჩვენა რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მიერ გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „გაღმა ნაპირი“ (2009 წ.), რომელმაც სხვადასხვა ფესტივალებზე არაერთი ჯილდო მოიპოვა. ის გადაღებულია ნუგზარ შატაიძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ფილმის ჩვენებას თან ერთვოდა პარალელები ლიტერატურულ პირველწყაროსთან. მოსწავლეებისათვის ნაცნობი იყო ფილმის ცალკეული ეპიზოდების მუსიკალური გაფორმება, მისი აზრობრივი დატვირთვა, რაც მათ წინა წლებში მუსიკის გაკვეთილებზე შეისწავლეს.
უცხოური ენების კლუბის მუშაობაში II სემესტრიდან ჩაერთვნენ გერმანული ენის მოყვარული მოსწავლეები (ხელმძღვანელი ქ-ნი ქ. ჩიქოვანი). შეხვედრაზე განიხილეს სამოქმედო გეგმა და დასახეს საინტერესო აქტივობები.










