ფილმი - „მონანიება“ (VIII – IX – X კლ)
IX კლასის ისტორიის საგაკვეთილო თემიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა
იხილეს თ. აბულაძის ფილმი „მონანიება“, რომელიც ნათლად ასახავს
ტოტალიტარულ რეჟიმსა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეპრესიებს. ამ
ფილმში მთელი სიზუსტით არის წარმოდგენილი ხელოვანის ბედი ტოტალიტარულ
სახელმწიფოში. ფილმის ჩვენებას შეუერთდნენ ასევე VIII და X კლასების
მოსწავლეებიც (მასწ.: ი. გარსენიშვილი).