სტუმრად მუზეუმში (VIII და IX კლ)

18 მაისს აღინიშნება მუზეუმების დღე. ამასთან დაკავშირებით, კერძო სკოლა ,,ივერონის" VIII და X კლასების მოსწავლეები (15.05.25) იმყოფებოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში, სადაც მასპინძლობა გაუწია მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ეთნომუსიკოლოგმა ქალბატონმა ქეთევან ბაიაშვილმა.

მუზეუმის ექსპონატებს შორის იყო ქართული, აღმოსავლური და ევროპული (კლასიკური და მექანიკური) საკრავების მდიდარი კოლექცია. ქ-ნმა ქეთევანმა მოსწავლეებს უამბო საინტერესო ისორიული ფაქტები საკრავებთან, საშემსრულებლო ხელოვნებასთან და რეპერტუართან დაკავშირებით. ასევე ის ისტორიები,  რომლებიც თავად მას გადახდენია ფოლკლორულ ექსპედიციებში ყოფნის დროს.

შეხვედრის დასასრულს, ქ-ნი ქეთევანის ინიციატივით ყველამ ერთად შეასრულა „მრავალჟამიერი“, რომელიც ჩვენი ფოლკლორის ერთ-ერთი საოცარი ქმნილებაა.

ეს იყო ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე ჩვენი ბავშვებისათვის. მათ იხილეს უნიკალური საკრავები და მოისმინეს მათი ჟღერადობა.

მუზეუმში მსვლელობის ინიციატორი გახლდათ სკოლის მუსიკის მასწავლებელი ქ-ნი ნანა ჭავჭანიძე, რომელმაც ეს აქტივობა   X კლასის მოსწავლეებთან ერთდ დაგეგმა მუსიკის პროექტული სწავლების ფარგლებში. მათ შეუერთდნენ VIII კლასის მოსწავლეები, მუსიკის მასწავლებელი (მ. ბექურიძე) და სკოლის ორგანიზატორი (ლ. ლამბრიანიძე).

Facebook