(საშემოდგომო სეზონის სასკოლო ტური)
ორდღიანი დაძაბული თამაშის შედეგედ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:
I ასაკობრივი კატეგორია (III-IV-V კლ):
პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „ცეცხლოვანი ტვინები“ (III კლ), რომელსაც მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა მეორე ადგილზე გასული გუნდი „ცეცხლოვანი ლომები“ (V კლ); მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „ბრილიანტები (V კლ);
II ასაკობრივი კატეგორია (VI-VII-VIII კლ):
პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „დიდგორი“ (VIII კლ), მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „შევარდენი“ (VII კლ); მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „პუმა“ (VIII კლ);
III ასაკობრივი კატეგორია (IX-X-XI კლ):
სამივე ადგილი წილად ხვდათ X კლასის მოსწავლეებს: პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „მრგვალი მაგიდა“ (X კლ), მეორე ადგილზე - გუნდი „მთვარეზე მოსიარულეები“ (X კლ);, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „რაინდები“ (X კლ).
გამარჯვებულ გუნდებს წარმატებებს ვუსურვებთ „ტვინების ბრძოლის“ მომდევნო ტურებში!
