15-წლამდელებმა, ერევანში გამართულ უეფას განვითარების თასზე პირველი ადგილი დაიკავეს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!
სკოლა „ივერონი“ ულოცავს თავის მოსწავლეს - ანდრია ვიბლიანს ამ გამარჯვებას!
ანდრია 2017 წლიდან ვარჯიშობს თბილისის „დინამოს” აკადემიაში. (პოზიცია -მარცხენა ნახევარმცველი). ამ პერიოდში მისი დიდი დამსახურებაა ორჯერ „ელიტ ლიგის” მოგება, ასევე საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება. გუნდი „ოქროს ლიგის” მოქმედი ჩემპიონია.
სულ ახლახანს, ანდრია ვიბლიანი გამოიძახეს საქართველოს ნაკრებში -U15 -ში სათამაშოდ. ნაკრებმა ა/წ 12 მაისს, ერევანში მოიგო უეფას განვითარების თასი.
ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული და თავდადებული ანდრია, მომავალშიც არაერთი გამარჯვებით გაგვახარებს და ასახელებს გუნდს, სკოლასა და ახლობლებს. ეს მისი საფეხბურთო კარიერის მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.
წარმატებები ანდრიას!!!