V ბ კლასის მოსწავლეები წიგნის მოყვარულთა კლუბის ნორჩი წარმომადგენლები არიან. მათთან საუბარი შედგა ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიისა და ნაწარმოებების შესახებ. მიუხედავად პატარა ასაკისა, მათი ნაწილი კარგად იცნობს დუმბაძის მოთხრობებს. მოსწავლეებმა იხილეს ქართული ფილმი - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟ.: თ. აბულაძე) და მოხდა მისი შედარებითი ანალიზი ლიტერატურულ პირველწყაროსთან.