„მომავალი განათლებაშია! ...“
IX კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია "მოლეკულები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო ". პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებს დაენახათ ქიმიური ნაერთების გავლენა ისტორიულ, სოციალურ და პრაქტიკულ ჭრილში - თუ როგორ შეუძლიათ, ერთი შეხედვით უბრალო მოლეკულებს შეცვალონ ცივილიზაციის განვითარება. განხილული იყო მოლეკულები, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში. პენიცილინი, როგორც მედიცინის გადატრიალება, შავი დენთი - ომების სტრატეგიის შეცვლის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება და ბოლოს, დდტ (დუსტი) - მძლავრი პესტიციდი, რომელიც გარემოს დაცვით პრობლემების გააზრებას მისცა ბიძგი. მოლეკულებმა გვამოგზაურეს ქიმიის საიტერესო სამყაროში, იქ, სადაც მეცნიერული აღმოჩენები არა მხოლოდ ლაბორატორიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაში ცვლიან ადამიანის ყოფას, ჯანმრთელობას და გარემოს.