„სიცოცხლის ხე“ - აქტივობა სკოლის ფსიქოლოგთან მარიამ ჟორჟოლიანთან ერთად (III კლ)

დავალება: გამომხმარი, უსიცოცხლო ხისათვის სულის შთაბერვა.

მოსწავლეებს სხვადასხვა ფერის ფოთლებზე უნდა გაეკეთებინათ ჩანაწერები და ამ ფოთლებით შეემოსათ უსიცოცხლო ხე. კერძოდ,

1. მწვანე ფერის ფოთლებზე უნდა დაეწერათ თავიანთი კარგი თვისებები;

2. ყვითელი ფერის ფოთლებზე - კითხვები, რაც მათ სამყაროს მიმართ აქვთ;

3. წითელი ფერის ფოთლებზე - რაც თავიანთ ცუდ თვისებად მიაჩნიათ;

4. ლურჯი ფერის ფოთლებზე - მათი ოცნებები.

ბოლოს კი ხისთვის უნდა გაეკეთებინათ ფესვები და ფესვებზე დაეწერათ ის ყველაფერი, რაც მათ ცხოვრებაში აძლიერებთ. მუშაობის დროს მოსწავლეებს ჰქონდათ სრული თავისუფლება, შეეძლოთ გამოეყენებინათ ფერადი ფანქრები ან მარკერები და ა.შ.

Facebook