მათემატიკა (XI ლ)

პრეზენტაციები თემებზე:  1) ,,ფრაქტალები“ და  2)  ,,გამოჩენილი მათემატიკოსები“

                                                                      

მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე წარმოგვიდგინეს ფრაქტალები როგორც თვითმსგავსი ფიგურები, რომლებიც მის თავს იმეორებენ მცირე მასშტაბით. აღწერეს ბუნებრივი ფრაქტალები, როგორიცაა: ღრუბლები, მდინარეები შენაკადებით, სანაპირო ზოლი, ელვა, ნაძვის ხის ტოტები, ფიფქები, კრისტალები, რომანესკუს ბროკოლი, გირჩი, ანანასი, ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემა,  ნერვული დაბოლოებები  და ა. შ. 

პირველად ფრაქტალის შესახებ მცნება შემოიღო ფრანგმა მათემატიკოსმა ბენუა მანდელბროტმა. მან  ის აღწერა წიგნში "ბუნების ფრაქტალური გეომეტრია"  1977 წელს.  მანდელბროტმა  კომპიუტერის საშუალებით შექმნა გეომეტრიული ფრაქტალი ,,რომელსაც ღმერთის თითის ანაბეჭდი“ უწოდა.  წლების მანძილზე მეცნიერებმა შექმნეს გეომეტრიული ფრაქტალები, როგორიცაა ,,სერპინსკის სამკუთხედი“,  ,,სერპინსკის  ხალიჩა“,  ,,ჟულიას სიმრავლე“, ,,მინკოვსკის მრუდი“, ,,პითაგორას ხე“, ,,კოხის ფიფქი“ და ა. შ. თითოეული ფიგურა მის თავს უსასრულოდ იმეორებს მცირე მასშტაბით.

მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს გამოჩენილი მათემატიკოსები. ჩამოაყალიბეს  მათი  უკვდავი თეორემები და ზედმიწევნით გადმოსცეს მათი მათემატიკური ახსნა.

პრეზენტაციებით ვცდილობთ გასაგები  და საინტერესო გავხადოთ  მათემატიკის საგანი.  წარმოვაჩინოთ მისი კავშირი გარე სამყაროსთან და  დედა ბუნებასთან.   ვრწმუნდებით, რომ   სადაც მათემატიკაა, იქ მხოლოდ წესრიგი და ჰარმონიაა.

Facebook