დედამიწის დღე - პრეზენტაცია (X კლ)

22  აპრილს 190-ზე მეტ  ქვეყანაში აღინიშნება დედამიწის  დღე.

ეს არის თარიღი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს აერთიანებს  პლანეტის ეკოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის. ამ  დღის  აღნიშვნა  იწყება  1970  წლიდან  და   ერთ მთავარ იდეას გვახსენებს:  დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა   ჩვენს ხელშია.

ამ დღის აღსანიშნავად, X კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგ  ე. ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს და წარადგინეს „კონცეფცია   მდგრადი  ტურიზმის განვითარების  შესახებ  საქართველოში“.

მოსწავლეებმა   საინტერესოდ  წარმოაჩინეს კონცეფციის  მთავარი  არსი, რომელიც  მდგომარეობს  შემდეგში:  საქართველო გახდეს მსოფლიოში გამორჩეული „მწვანე“ ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი და თუ ამ სიმდიდრეს ჭკვიანურად გამოვიყენებთ, საქართველო იქნება ეკონომიკურად  ძლიერი, ეკოლოგიურად  სუფთა და კულტურულად ამაყი სახელმწიფო.

Facebook