14.04.16წ. გეოგრაფია-ინგლისური ენის ინტეგრირებული პროექტი XI კლ.

2016 წლის 14 აპრილს კერძო სკოლა „ივერონის“ XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გეოგრაფია-ინგლისური ენის ინტეგრირებული პროექტი.
პედაგოგები: მარიამ დარჩაშვილი (ინგლისური ენა),
ელისო ბუცხრიკიძე (გეოგრაფია).
პროექტის თემა: „გლობალიზაციის ინდექსით მოწინავე და აუტსაიდერი ქვეყნები“.
მოსწავლეებმა განმარტეს გლობალიზაციის ინდექსი, ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე, შემადგენელ კომპონენტებზე; მშობლიურ და ინგლისურ ენებზე, ინდივიდუალურად მიმოიხილეს ამ მონაცემით მოწინავე და ბოლო ადგილზე მდგომი ქვეყნების ფიზიკურ-გეოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მახასიათებლები, ღირშესანიშნაოები.

Facebook