2.06.2016წ. - მოსწავლეთა მიღწევების შეფასების პროექტი

VI და IX კლასელთა ტესტირება 2016 წელი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რამდენიმე წელია სკოლებს სთავაზობს პროექტს, რომლის მიზანიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა.
შეფასების შედეგები იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ ის ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ქმედითი ღონისძიებების დასაგეგმად.
ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ მონაწილე სკოლისათვის.

კერძო სკოლა „ივერონში“ ტესტირება ტარდება კომპიუტერულად შემდეგ საგნებში:

პრეტესტი: 2 ივნისი

• ქართული ენა და ლიტერატურა VI კლასი - 6 ივნისი
• ქართული ენა და ლიტერატურა IX კლასი - 6 ივნისი
• ბიოლოგია IX კლასი - 9 ივნისი

გისურვებთ წარმატებას!

Facebook