სასწავლო ფოტოები
2016 წლის 7 ოქტომბერს კერძო სკოლა „ივერონის“ მე-4 კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების ღია გაკვეთილი ზ. შევარდნაძის გარდენიაში ჩაუტარდა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ დამრიგებელი მაია გოგრიჭიანი და სკოლის ორგანიზატორი ლალი ლამბრიანიძე
დღევანდელი დღე კერძო სკოლა „ივერონის“ XI კლასის მოსწავლეებისთვის დაუვიწყარია.
გამოსაშვები გამოცდები თითოეულმა მათგანმა წარმატებით ჩააბარა.

:) ვულოცავთ მათ ამ დიდ გამარჯვებას! :)
2016 წლის 3 ივნისს კერძო სკოლა „ივერონის" საკონცერტო დარბაზში მე-3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემეცნებითი ღონისძიება: „დრო. დროის გაზომვის საშუალებები". მოსწავლეები საინტერესოდ საუბრობდნენ დღე-ღამის, კვირის, თვის, წელიწადის, როგორც დროის ერთეულების არსებობის საფუძველზე, ასევე ისაუბრეს დროის განსაზღვრის საშუალებების განვითარების ისტორიაზე. ღონისძიება წარიმართა საინტერესოდ და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა
დამრიგებელი: ნინო შენგელია
2016 წლის 3 ივნისს X და XI კლასის მოსწავლეებმა ერთობლივად წარმოადგინეს რუსული ენის შემაჯამებელი პროექტი-პრეზენტაცია სახელწოდებით „პუშკინი და გლინკა"
პედაგოგი: ელენე ანდღულაძე
VI და IX კლასელთა ტესტირება 2016 წელი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რამდენიმე წელია სკოლებს სთავაზობს პროექტს, რომლის მიზანიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა.
XII კლასი ემშვიდობება მშობლიურ სკოლას
2016 წლის 18 აპრილს კერძო სკოლა „ივერონის“ VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გეოგრაფია-ისტორიის ინტეგრირებული პროექტი თემაზე: „მდინარეები და მათი მნიშვნელობა კაცობრიობისთვის“. პედაგოგები: ელისო ბუცხრიკიძე (გეოგრაფია), თამილა ხუბუა (ისტორია).
2016 წლის 14 აპრილს კერძო სკოლა „ივერონის“ XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გეოგრაფია-ინგლისური ენის ინტეგრირებული პროექტი.
პედაგოგები: მარიამ დარჩაშვილი (ინგლისური ენა),
ელისო ბუცხრიკიძე (გეოგრაფია).
პროექტის თემა: „გლობალიზაციის ინდექსით მოწინავე და აუტსაიდერი ქვეყნები“.
მოსწავლეებმა განმარტეს გლობალიზაციის ინდექსი, ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე, შემადგენელ კომპონენტებზე; მშობლიურ და ინგლისურ ენებზე, ინდივიდუალურად მიმოიხილეს ამ მონაცემით მოწინავე და ბოლო ადგილზე მდგომი ქვეყნების ფიზიკურ-გეოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მახასიათებლები, ღირშესანიშნაოები.

Facebook