სასწავლო ფოტოები

IX კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე, შექმნეს ნამუშევარი ამერიკელი აბსტრაქციონისტი მხატვრის - ჯექსონ პოლოს სტილში.  /მასწ.: ქ. თვაური/

ყოველთვის გამორჩეულია კლასის დამრიგებლების ურთიერთობა  სადამრიგებლო  კლასის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან.  სასწავლო წლის დასაწყისში დამრიგებლის სამუშაო გეგმასთან ერთად, იგეგმება „სადამრიგებლო საათზე“  სასაუბრო  თემები, სადაც გათვალისწინებულია  მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესები და საკითხები.  „სადამრიგებლო საათი“ ტარდება ორკვირაში ერთხელ და ის  მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსწავლეთა აღზრდასთან დაკავშირებით.

„სადამრიგებლო საათზე“ მოსწავლეებს ეუფლებათ სრული  თავისუფლების შეგრძნება - გულახდილად საუბრობენ ნებისმიერ პრობლემაზე, ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხებზე, საუბრობენ იმაზე, რაც მათ ხშირად აწუხებთ ან ზოგადად აინტერესებთ. ამიტომ ზოგჯერ  სასაუბრო თემიდან გადახვევაც ხდება.  საუბრების დროს ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება გამოთქვას საკუთარი აზრი, შეხედულება,   ყურადღებით უსმენენ  და ზოგჯერ რჩევებსაც კი  აძლევენ ერთმანეთს.  საუბრის დასასრულს მოსწავლეები რამდენიმე კითხვას  წერილობით პასუხობენ და აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას.

მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკული მეცადინეობაზე
III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე (მასწ: მარიამ მოლაშვილი)
„ხანძარი ოპერაში“ - ასე ეწოდება მწერალ დათო ტურაშვილის მონათხრობს, რომელიც თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიიდან ერთ-ერთ სამწუხარო ფაქტს ეხება. მოსწავლეებმა  მოიძიეს   მასალა და წარმოგვიდგინეს საინტერესო პრეზენტაცია იმ საოპერო მომღერლებისა და კომპოზიტორების შესახებ,  რომელთა შემოქმედებაც  არაერთხელ გაცოცხლებულა ჩვენი საოპერო თეატრის სცენაზე (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  ქ-ნი თინა ჩხეიძე).

                    ნივთიერებათა სიმკვრივის განსაზღვრა

VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის ლაბორატორიაში შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო - განსაზღვრეს სხვადასხვა ნივთიერების სიმკვრივე. მასწავლებელი ქ-ნი მაია გოგაძე.
კომპლექსური დავალება ბუნებისმეტყველებაში -  „შევქმნათ ჩვენი ბაღი“  (I კლასი)

ძალიან სახალისო აღმოჩნდა ჩვენი პატარებისათვის აქტივობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც გულისხმობდა მათ მიერ ნასწავლი სიტყვებად დაშლილი ანდაზების აწყობა. ყველა მოსწავლემ ააწყო სწრაფად და უშეცდომოდ. (დამრ.: მ. კუბლაშვილი)

მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ჰარმონიული განვითარებისათვის. ჩვენი მოსწავლეები განსაკუთრებულად ბედნიერად გრძნობენ თავს ალეკო მასწავლებლის გაკვეთილებზე.

IV კლასის მოსწავლეები სააღმზრდელო მეცადინეობის  პერიოდში თავისუფალ დროს ისვენებენ სკოლის ეზოში (დამრ.: მ. ბექურიძე)

2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრი  საინტერესოდ დაიწყო დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.   განსაკუთრებით გამოირჩევა ფიზიკური აქტივობებით ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები იანვარ-თებერვალი. სხვადასხვა აქტივობებში ერთმანეთს ეჯიბრებიან I-IV კლასების მოსწავლეები. საბოლოოდ გამარჯვებულ კლასს გადაეცემა შესაბამისი სიგელი.

2019 წლის 22 ნოემბერს მათემატიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ციალა სოხაძემ VI კლასში ჩაატარა შიდადაკვირვების გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე და წევრები.

Facebook