„ისტორიული სცენური სამოსელი“ - ამ სახელწოდებით ჩატარდა სკოლა
„ივერონში“ ინტეგრირებული ღონისძიება (IV – IX კლ. - სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ისტორია).
ღონისძიების სტუმარი იყო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მენეჯერი,
პროექტის ავტორი და კოორდინატორი - ქალბატონი თეა
გოცირიძე.
მან მოსწავლეებს გააცნო ქართული თეატრისა და კინოს უდიდესი მხატვრების
მიერ შექმნილი ისტორიული სამოსები, რომლებიც სხვადასხვა როლებში
გააცოცხლეს ჩვენი ქვეყნის სასცენო ხელოვნების კორიფეებმა.