21.06.2016წ. - სამოქალაქო განათლების დასკვნითი ღონისძიება 2015-2016

2016 წლის 21 ივნისს დიდუბე-პლაზას საკონფერენციო დარბაზში შედგა სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობის“ დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება. როგორც მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა კლუბმა (პროექტის თემა - „მოსწავლეთა უსაფრთხოება სკოლის გარეთ“, ავტორი X კლასის მოსწავლე ანი ჩიჩუა) ღონისძიებაზე მოწვეულ უცხოელ სტუმრებს ინგლისურ ენაზე წარუდგინა პრეზენტაცია (პრეზენტატორები: Xკლასის მოსწავლეები სალომე სარაჯიშვილი და თიკო ამირხანაშვილი).

სკოლის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების საგნის მასწავლებელი ქ.-ნი თამილა ხუბუა და სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ქ.-ნი მარინე ბექურიძე.

პროგრამის ფარგლებში გამოიცა ჟურნალი, რომელიც ასახავს 2015-2016 სასწავლო წლის მანძილზე კლუბის მიერ გაწეულ საქმიანობას. სამწლიანი პროგრამის პირველი ორი წელი, კლუბმა გამარჯვებით დაასრულა. იმედია კლუბისთვის მესამე წელიც ასეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

Facebook