14.06.2016წ. ლოგოპედ-ფსიქოლოგის შეხვედრა მომავალ პირველ კლასელებთან
14 ივნისს, კერძო სკოლა „ივერონში“ „M-მედ-22“ - ბავშვთა ჯანმრთელობის
ცენტრის ლოგოპედ-ფსიქოლოგი, სპეც.პედაგოგი ქალბატონი გულიკო ჩიქოვანი
შეხვდა 2016-2017 სასწავლო წლისთვის I კლასში მისაღებ მოსწავლეებსა და
მათ მშობლებს, შეამოწმა ბავშვების სასკოლო მზაობა, რის საფუძველზეც
მშობლებს მისცა საჭირო რჩევები და რეკომენდაციები.