2019 წლის 7 მაისს სკოლა „ივერონმა“ 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ მედალოსნებს (კლასის დამრიგებელი: ეკატერინე კაციტაძე) გადასცა ოქროსა და ვერცხლის მედლები და შესაბამისი სერთიფიკატები. ესენი არიან:
ოქროს მედლების მფლობელები - ანი ჩიჩუა და სალომე სარაჯიშვილი
ვერცხლის მედლების მფლობელები - მარიამ კვასტიანი და სალომე გორგაძე.
ვულოცავთ მათ ამ პირველ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას!