2019 წლის 30 მაისს კერძო სკოლა „ივერონს“ ესტუმრა თეატრმცოდნე, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბატონი ნიკოლოზ წულუკიძე. მის მობრძანებას მოუთმენლად ელოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ბევრი რამ შეიტყვეს ბატონი ნიკოლოზის ბავშვობის, სტუდენტობის, მისი პროფესიის, გატაცებების, მოგზაურობის, წიგნების, ინტერესებისა და მრავალი მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ. ბ-ნი ნიკა ამჯერადაც გამოირჩეოდა მისთვის ჩვეული ხალისით, იუმორით, უშუალობითა და გულწრფელობით.
შეხვედრის ინიციატორი იყო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა „ივერონის“ დამფუძნებელთან ქ-ნ ციცო ჯაფარიძესთან ერთად. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ფრაგმენტი პოპულარული ტელესერიალიდან „შუა ქალაქში“ ბატონი ნიკოლოზის მონაწილეობით, და მისი ცხოვრების ამსახველ ფოტო კადრებზე დაყრდნობით მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვიდეო კოლაჟი.
ეს იყო კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე „ივერონელებისთვის“. შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ ასევე მასწავლებლები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია.