2019 წლის 18 ოქტომბერი
ვაკე-საბურთალოს რ-ნის რესურს ცენტრმა სკოლას გადასცა და ყველა
მოსწავლეს დაურიგდა წიგნის სანიშნეები. სანიშნეებზე დატანილია ყველა
ის აუცილებელი მოკლე ინფორმაცია, რომელიც ეხება გადაუდებელი
დახმარების სამსახურს - 112-ს. ეს ინფორმაცია საჭიროა
იცოდეს ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი ასაკის მოქალაქემ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენს სკოლაში ყველა კლასის დამრიგებლის მიერ ჩატარდა კლასის საათი. მოსწავლეებმა გამოავლინეს სათანადო ცოდნა 112 სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის შეკითხვები, რომლებზედაც მათ ამომწურავი პასუხები გაეცათ. V კლასის მოსწავლეთა ინიციატივით შეიქმნა თემატური პლაკატი, რომელიც ამშვენებს მათ საკლასო ოთახს.