ძლიერები არ ძალადობენ - არა ბულინგს!!!

2019 წლის 11 ოქტომბერს სკოლა „ივერონის“ სამოქალაქო  განათლების კლუბის მიერ (ხელმძღვანელი მარინე ბექურიძე),  ჩატარდა პროექტი სასკოლო ბულინგის თემაზე, სახელწოდებით „ძლიერები არ ძალადობენ - არა ბულინგს!!! პროექტის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე. პროექტი განხორციელდა VII და IX  კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ VIII  და  XI კლასების მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები.

პროექტის მსვლელობისას გამოყენებული იყო „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ფარგლებში შექმნილი ანიმაციური („ბულინგი“, „ბულინგი სკოლაში“) და მოკლემეტრაჟიანი („შევცვალოთ ბულინგი მეგობრობით“) ფილმები.    ასევე გაჟღერდა  ცნობილი ქართველი სპორტსმენების მოწოდებები ძალადობის წინააღმდეგ. მოსწავლეთა მიერ მომზადდა პლაკატები, ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა გააკეთეს ტექსტი-მიმართვის ჩანაწერები, რომელიც მათივე ინიციატივით განთავსდა სკოლის დერეფანში.

Facebook