დებატები - „ინტერნეტის სიკეთე და საფრთხე“

„ინტერნეტის სიკეთე და საფრთხე“ - ამ სახელწოდებით  2019 წლის 18 ოქტომბერს „ივერონის“ ბიბლიოთეკაში შედგა X-XI კლასების მოსწავლეთა დებატები. დებატების თემა ეხებოდა დღესდღეობით მეტად აქტუალურ და პრობლემატურ საკითხს - ინტერნეტის მოხმარების  დადებით და უარყოფით ტენდენციებს, მისი მოხმარების სასიკეთო და საფრთხისშემცველ მახასიათებლებს.

სამოქალაქო განათლების კლუბი „ივერონის“  ფარგლებში, პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების საგნის მასწავლებელი ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე. დებატები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, გაჟღერდა არაერთი საფუძვლიანი არგუმენტი ინტერნეტის მოხმარების სიკეთისა და რეალური საფრთხის არსებობის შესახებ. 

Facebook