ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“

2019 წლის 29 ოქტომბერს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ საქართველოს  ჩემპიონატის საშემოდგომო სეზონის შიდა სასკოლო ჩემპიონატი პირველ ასაკობრივ კატეგორიაში.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა სამი გუნდი:

 I – „მტრედები“,  II – „გუგულები“,  III – „მერცხლები“.  

დაძაბული და მღელვარე თამაშის შედეგად I ადგილზე გავიდა გუნდი „მერცხლები“, რომელმაც დააგროვა 65 ქულა.

1.   ლუკა ბურჯალიანი (გუნდის კაპიტანი)

2.   ანასტასია გოზალიშვილი

3.   სანდრო წივწივაძე

4.   საბა სვანი 

5.   ანა-მარია ჯავახიშვილი

 

მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა II ადგილზე გასული გუნდი „მტრედები“ (64 ქულა):

      1.    ქეთი გობრონიძე (გუნდის კაპიტანი)

2.    მაია ქობულაშვილი

3.    ნუცა ხორგუაშვილი

4.    ნინი დარჩიძე

5.    გიორგი ქებაძე

 

ხოლო  III ადგილზე გასული გუნდია „გუგულები“ (58 ქულა):

 

1.    გიორგი ზურაბიშვილი  (გუნდის კაპიტანი)

2.    თეკლა ლაფაჩიშვილი

3.    სანდრო დარსალია

4.    მარი დუმბაძე

5.    ანასტასია გიორხელიძე

 

თამაშის აღწერა: თამაშის შედეგად უდიდესი სიამოვნება მიიღეს როგორც მონაწილე გუნდებმა, ისე დამსწრე მოსწავლეებმაც. თამაში წარიმართა ყველა წესის დაცვითა და გათვალისწინებით. მოსწავლეები  დიდი გულისყურით  უსმენდნენ დასმულ შეკითხვებს, და გარინდულები ელოდებოდნენ წამყვანისაგან სწორი პასუხის გამოცხადებას, ხოლო  ოვაციასა  და აღტაცებას ვერ ფარავდნენ,  როცა მათ მიერ გაცემული პასუხი სწორი აღმოჩნდებოდა.  „ბრძოლა“  მართლაც დაძაბულად მიმდინარეობდა, თამაშის მანძილზე გუნდებს შორის ქულათა სხვაობა იყო მინიმალური, რაც კიდევ უფრო მეტად  ზრდიდა დარბაზში ემოციურ ფონს.

გუნდები მთელი სერიოზულობით განიხილავდნენ წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს და ბოლომდე იბრძოდნენ  თავიანთი გუნდის გამარჯვებისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია  IV კლასის მოსწავლეთა   აქტიურობა და ჩართულობა.

დასასრულს, სამივე გუნდმა   გადაიღო სამახსოვრო სურათები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სპეციალური დიპლომი:

 სკოლა „ივერონის“ 2019 წლის საშემოდგომო სეზონის „ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულის“ ნომინაციით.

სკოლა „ივერონი“ ტვინების ბრძოლის გამარჯვებულ გუნდს ულოცავს წარმატებას!

ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ ქ-ნმა მარინე ბექურიძემ, ხოლო თამაშის ხარისხიანად ჩატარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ XI კლასის მოსწავლეებს. კერძოდ, წამყვანი იყო - ქეთი გოგატიშვილი, ქულების დამთვლელი კომისარი - თათა ვარსიმაშვილი, რომელსაც ასევე ეხმარებოდნენ მარი თაფლაძე  და მარი გოგოლაძე, იფრინდა - ელენე ხომასურიძე, ფოტომასალაზე პასუხისმგებელი იყო - ანა სარაჯიშვილი, ხოლო დარბაზში წესრიგზე ზრუნავდა - მამუკა თაბაგარი. სკოლის დირექცია მადლობას უხდის XI კლასის მოსწავლეებს თანადგომისა და  გაწეული დახმარებისათვის.

 

Facebook