12 ნოემბერს VI კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში წარმოადგინეს საინტერესო კვლევა (მასწ.: ხ. გოცირიძე) სახელწოდებით: „ მოქმედებს თუ არა საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე“.
კვლევის მიზანი იყო: მოსწავლეებს დაედგინათ თუ როგორ მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათ გაიაზრეს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორეული გამოყენებით (რეციკლინგი) შესაძლოა თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება. მოიძიეს ინფორმაცია და იმსჯელეს ნარჩენების სახეებზე, გადამუშავების ხერხებზე და მეორეული გადამუშავების შედეგებზე. მოსწავლეებმა პრეზენტაციისათვის შექმნეს და საინტერესოდ გააფორმეს ფორმატები.