ანა კალანდაძის შემოქმედებას მიეძღვნა არაჩვეულებრივი ღონისძიება სახელწოდებით „ქარი გიმღერის ნანასა“, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ქ-ნ ირმა ალფაიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა VI კლასმა. მოსწავლეებმა მსმენელის წინაშე გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი პოეზია... ბავშვების მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა იყო დიდი განცდისა და ემოციის შემცველი. მადლობა ჩვენს პატარებს ქართული სიტყვის სიყვარულისათვის, მონიჭებული სიამოვნებისათვის...
დარბაზში მოულოდნელად გაისმა ბ-ნ ლევან ნიშნიანიძის მიერ წარმოთქმული პოეტური სტრიქონები, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო მეტი ემოცია შესძინა. დასასრულს ქ-ნმა ირმამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის და წაიკითხა საკუთარი ლექსი.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა ჭავჭანიძემ. მზადების პროცესში კლასს გვერდში ედგა ისტ-ის მასწავლებელი ბ-ნი ლევან ნიშნიანიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ V კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია.