/მე და საზოგადოება - მოქალაქეობა - მ. მოლაშვილი, ე. ბუცხრიკიძე/
სასკოლო პროექტის ფარგლებში, სკოლაში შეგროვდა დიდი რაოდენობით მაკულატურა. ყველა მოსწავლეს კარგად აქვს გაცნობიერებული რა რაოდენობის ხე-ტყეა საჭირო ქაღალდის დასამზადებლად. სწორედ ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ ფურცელს, ცალკეულ შემთხვევებში კი გამოვიყენოთ მეორადი ქაღალდი. ამით გადავარჩენთ ტყეების, დაცული იქნება დედამიწის მწვანე საფარი...
I, V და X კლასების მოსწავლეებისა და მათი მშობლების დახმარებით, სკოლამ მაკულატურის ჩასაბარებელ პუნქტში 292 კგ მაკულატურა მიიტანა. სანაცვლოდ კი შეირჩა და სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა 4 წიგნი:
გ. პეტრიაშვილი - „პატარა ქალაქის ზღაპრები“ (IV-V კლასი)
მაინ რიდი - „უთავი მხედარი“
გი დე მოპასანი - „ლამაზი მეგობარი“
„მსოფლიოს მითები და ლეგენდები“