ყველას პრობლემა, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს... (IX კლ)

2022 წლის 18 აპრილს სასკოლო პროექტის  ფარგლებში -„ეკოლოგიური პრობლემები“ -  IX კლასმა რუსულ ენაში განიხილა თემა სახელწოდებით:  ყველას პრობლემა, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს...“. მოსწავლეებმა ისაუბრეს  ეკოლოგიურ პრობლემებზე, მათ შედეგებსა და გადაჭრის გზებზე. პროექტი იყო შემეცნებითი ხასიათის, რამაც ბავშვებს საშუალება მისცა უფრო მეტი გაეგოთ  ჩვენი პლანეტასა და მის პრობლემების შესახებ. მოსწავლეები წარმატებით გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით შეიძინეს დიდი ცოდნა. მათ კარგად აქვთ გათავისებული, რომ ეს პრობლემა, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის, ყველა ჩვენთაგანის პრობლემაა.

ვფიქრობთ, რომ მიღებული ინფორმაცია ბავშვებს დაეხმარებათ გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს გარემოზე ზრუნვა. /რუსული ენა -  მასწ.: ნ. ჭუბაბრია/

Facebook